Saturday, June 24, 2023

ინტერდისციპლინარული პროექტი

 



სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლა 2022-23 სასწავლო წელს ჩართული იყო მასწავლებლის სახლის მიერ  განხორციელებულ საპილოტე პროექტში ,,ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა".

 პროექტის აქტუალობა:  

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკას და კაცობრიობას.

სკოლის კლიმატური გეგმის შედგენა და მის საფუძველზე სკოლის ენერგოეფექტურ შენობად გადაქცევა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ენერგიის მოხმარება, რითაც შევამცირებთ სათბური აირების ემისიებს, შევამცირებთ  სათბობ - ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას.

პროექტი განხორციელდა მე-8 კლასში და  წარიმართა 13  საგნის ფარგლებში. 

(პროექტს კოორდინირებას უწევდა ფიზიკის მენტორი მასწავლებელი ნესტან მიქაძე).

პროექტის საბოლოო პროდუქტი:

სკოლის კლიმატური გეგმის შედგენა;

მზის კოლექტორის აწყობა.

კლიმატმეგობრული პროექტის გეგმა

პროექტის გაცნობითი პრეზენტაცია













ინტერდისციპლინარული პროექტი

  სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლა 2022-23 სასწავლო წელს ჩართული იყო მასწავლებლის სახლის მიერ  განხორციელებულ საპილოტე პროექტში ,,ჩემი კლიმატმეგო...